ქუთაისის საერთაშორისო უნივერსტეტმა GITA-სთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსტეტმა GITA-სთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

Published on ● Video Link: https://www.youtube.com/watch?v=_MS7VO-Rx9I



Duration: 3:01
123 views
1


📌 გამოგვყევით Youtube-ზე http://bit.ly/M3GAtv 👈

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის ურთიერთანამშრომლობის მეორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანი საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარება, განათლების სისტემასა და ბიზნესს შორის კავშირების გაზრდა, STEM განათლების, კვლევებისა და ინოვაციების ხელშეწყობაა.

ადგილზე იმყოფებოდა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე . მან სტუდენტებს იმ პროექტებისა და ინიციატივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია რომლებსაც სააგნეტოს ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და სტარტაპების განვითარების მიმართულებით იძლევა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2021-2022 აკადემიური სასწავლო წლისთვის სტუდენტების ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება. მიმდინარე გაზაფხულზე აბიტურიენტებისთვის დაგეგმილია ღია კარის დღეები. ასევე, მშობლებისა და აბიტურიენტებისთვის რეგულარულად ტარდება საინფორმაციო შეხვედრები. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური უნივერსიტეტია, რომელიც ქართველ და უცხოელ სტუდენტებს უნიკალურ კამპუსს, ინფრასტრუქტურასა და სასწავლო პროგრამებს სთავაზობს. სტუდენტებს საშუალება აქვთ, იცხოვრონ და ისწავლონ კეთილმოწყობილ საუნივერსიტეტო ქალაქში, მიიღონ ხარისხიანი უმაღლესი განათლება და ქართველ და უცხოელ პროფესორებთან ერთად ჩაერთონ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში. სტუდენტები, გარდა აკადემიური და სასწავლო პროცესისა, აქტიურად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა პროფესიულ კლუბში, შიდა კონკურსსა და ოლიმპიადაში. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა ინგლისურ ენაზე ხორციელდება და სტუდენტებს ქართველი და ევროპელი პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიან.




Other Videos By Mega TV - ტელეკომპანია მეგა


2021-04-01"უზრდელად მოიქცნენ ჩვენები"-ქუთაისში ვლადიმირ პოზნერი ვიზიტი და აქცია შეაფასეს
2021-04-01თამბაქოს ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე
2021-04-01მოგვენატრა ქუთაისური ხმაური- გიორგი კოჭლაშვილი
2021-04-01რა უნდა ვიცოდეთ ეპილეფსიის შესახებ
2021-04-01ვარსკვლავები აბრეშუმის ხალათით დატანტალებენ და ჩემი გაუკვირდათ?- გიორგი მასხულია
2021-03-31როგორ აღნიშნავენ საქართველოში ექიმების საერთაშორისო დღეს
2021-03-313 აპრილს, ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში პრემიერეა შედგება
2021-03-31სოციალურ საცხოვრისში შესახლებული ოჯახები ყოველ 2 წელიწადში გადამოწმდებიან
2021-03-31დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმიდან დღეს 30 წელი გავიდა
2021-03-30"ეს არის კორუფციის ნათელი მაგალითი"-გიგა შუშანიამ აღმაშენებელზე ბრიფინგი გამართა
2021-03-30ქუთაისის საერთაშორისო უნივერსტეტმა GITA-სთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
2021-03-30"აღმაშენებლის რეაბილიტაცია წლის ბოლომდე დასრულდება"-ბაქარ ჭეიშვილი
2021-03-30"მე არ ვიცი როგორ შეიძლება "ძენ პაბედიზე" ტანში გაგცრას და თმები ყალყზე დაგიდგეს "- ლაშა გაბუნია
2021-03-30შევეცადეთ ხარისხიანი და მაღალი დონის სპექტაკლი მიგვეწოდებინა მაყურებლისთვის-ელენე მაცხონაშილი
2021-03-29''გაძვირდა ყველაფერი, ადამიანები შიმშილობენ''- რა მდგომარეობაში არიან ბაზარში მოვაჭრეები
2021-03-29ხელის მტევნები გაუშავდა, აღარ არის ადეკვატური - გოგი წულაია საავადმყოფოში გადაიყვანეს
2021-03-29"საჭმელს არ შეჭამს ადამიანი და სიგარეტს მოწევს"- 29 მარტი თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის დღეა
2021-03-29ჩვენი ჯგუფი მიწვეულია ამერიკაში,ქანთრი მუსიკის დაჯილდოვების ცერემონიალზე- შოთა ადამაშვილი
2021-03-29თუ არ გიყვარს ის რა სფეროშიც ხარ, არაფერი არ გამოვა_თამუნა ლაბაძე
2021-03-29გელათი ნადგურდება- სად არიან ექსპერტები?
2021-03-27შუადღე ქუთაისში



Tags:
ახალი ამბები
საინტერესოა
დღის სიახლეები
საინფორმაციო
საინტერესო
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
KIU
GITA
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო
ალექსანდრე თევზაძე
ავთანდილ კასრაძე