ძლიერი წვიმის შედეგად ქუთაისში ქუჩები დაიტბორა და სახლი ჩამოინგრა

Published on ● Video Link: https://www.youtube.com/watch?v=PLVg39utncA



Duration: 1:44
1,249 views
1


ქუთაისში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ოღასკურა ადიდდა. მდინარემ კალაპოტი გადმოლახა და ავტომშენებლის დასახლებაში, ე.წ. პირველ პრახადნოისთან გზის სავალი ნაწილი დაფარა. ადიდებულმა მდინარემ ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ სახლებში, სარდაფებში და ავტოფარეხებში შეაღწია. ე.წ პირველ პრახადნოისთან ფეხით გადაადგილება შეუძლებელია. ავტომშენბლის დასახლებაში შექმნილ ვითარებას ადგილზე ქუთაისის მერი შოთა მურღულია და საბინაო ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ვლადიმერ ნაკაშიძე გაეცნენ. მოსახლეობა დახმარებას და ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. მოსახლეობის თქმით აუცილებელია მდინარე ოღასკურის კალაპოტის გაწმენდა, რადგან მსგავსი პრობლემები ხშირად იქმნება. როგორც ქალაქის მერმა აღნიშნა პირველ ეტაპზე მდინარე ოღასკურას კალაპოტის გაწმენდა მოხდება.გარდა ამისა, მწვანეყვავილას ქუჩაზე ჩამოწოლილმა მეწყერმა გზის სავალი ნაწილი დააზიანა და ორ საცხოვრებელ სახლს საფრთხე შეუქმნა. ერთ-ერთი კერძო სახლის საყრდენი კედელი მთლიანად ჩამოინგრა.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის ბრიგადები და ქუთაისის მერი შოთა მურღულია მივიდნენ. ქუთაისის მერის განცხადებით, ზარალის დათვლის შემდეგ გადაწყდება, თუ რა ფორმით დაეხმარება სახელმწიფო დაზარალებულ ოჯახებს.




Other Videos By Mega TV - ტელეკომპანია მეგა


2015-11-16არასამთავრობო სექტორმა საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციები წარმოადგინა
2015-11-14უამინდობამ ქუთაისში მდინარე ოღასკურას ადიდება და მეწყერული პოცესები განაპირობა
2015-11-14ქუთაისში ჯანსუღ კახიძის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა
2015-11-14ძლერმა წვიმებმა მდინარე ყვირილას ადიდება გამოწვია
2015-11-14ქუთაისის ბაგა-ბაღების თანამშრომლებს უფასო სამედიცო შემოწმება ჩაუტარდათ
2015-11-14ქუთაისში თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირი გაიხსნა
2015-11-14ქუთაისელმა ახლგაზრდებმა პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტები დაგმეს
2015-11-13უსინათლოთა ცხოვრება ქუთაისში-პრობლემები და გულისტკივილი
2015-11-13სოფელ ახალბედისეულის მცხოვრები ენერგო-პრო ჯორჯიას გულგრილობაში ადანაშაულებს
2015-11-13სტიქიამ პრობლემები შეუქმნა ბაღდათის მუნიციპალიტეტს
2015-11-13ძლიერი წვიმის შედეგად ქუთაისში ქუჩები დაიტბორა და სახლი ჩამოინგრა
2015-11-13გადაუღებელმა წვიმებმა პრობლემები შექმნა ქუთაისში
2015-11-13რა უნდა ვიცოდეთ დიაბეტის შესახებ
2015-11-13წვიმის შედეგად დაზიანებული ხონი-წყალტუბოს დამაკავშირებელი გზა აღდგენილია
2015-11-13ქუთაისში ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა
2015-11-13ქუთაისში თურქულმა ცნობილმა ბრენდმა „LC WAIKIKI“მ ახალი მაღაზია გახსნა
2015-11-13წერეთელში 2 დღიანი კონეფრენცია გაიხსნა
2015-11-12დიაბეტის პრევენციისა და მართვის შესახებ უნივერსიტეტში ლექცია ჩატარდა
2015-11-12რჩევები მედიცინის ცენტრის პედიატრიული განყოფილების ექიმ ანო ტოგონიძისგან
2015-11-12მდინარე ჩხარამ გზის 20 მეტრიანი მონაკვეთი წაიღო
2015-11-12ქუთაისის საქალაქო სასამრთლომ "თავისუფალი ზონის" წევრები პატიმრობაში დატოვა



Tags:
წყალდიდობა
ქუთაისი
დატბორვა
ავტომშენებელი
ავტოქარხანა
მწვანეყვავილა
მერია
წვიმა
ოღასკურა
ჩამონგრევა
ნგრევა
სტიქია
მეწყერი
შოთა
მურღულია
საქართველო