Kosta Sanikidze - AMELIA / ამელია
Kosta Sanikidze - AMELIA
Music by : https://www.instagram.com/seshmr/ Giorgi Paksashvili
Author : https://www.instagram.com/kosta.sanikidze/ Kosta Sanikidze
Photo by : https://www.instagram.com/vdg_photographer/ Veko Dangadze
Cover / Video : https://www.instagram.com/lucas_revazishvili/ Lucas Revazishvili
ამელია
როგორ ამერია - ჩემო ამელია,
მთელი ღამეები ფიქრში გამელია,
იქნებ შენი თავიც სხვაში ამერია,
წლები გავიდა თუ რაღაც წამებია,
ყველგან მეჩვენები შენი გამებია,
შენი ანთებული თვალის ალებია,
ღამე უსაშველო ჩემი გამგებია,
ყველა ემოციის ერთად დამდებია,
მიტოვებული და ვიღაც ქალებია,
ირგვლივ ფირუზები არა ლალებია,
თითქოს ჩაკეტილი ღია კარებია,
ფიქრში მოციმციმე შენი თვალებია,
ჩემი ეს ნერვები ყველა მთვრალებია,
სულში ქაოსი და მთელი ამბებია,
როგორც რომანტიკა სულის აბებია,
დაუვიწყარიხარ იქნებ გაგვერია,
ყველა ეს გრძნობა და ჩემო - ამელია,
როგორ ამერია...
ქეთა ჯანდიერს, სამყაროს უზენაესი ძალებით....
კოსტა სანიკიძე #kostasanikidze