"გეფიცებით, საქართველოს რომ ვუახლოვდები გული მიცემს, სუნი მომდის მიწის, ამას ყველა ვერ გაიგებს"

Published on ● Video Link: https://www.youtube.com/watch?v=lVgCWrAP9P4



Duration: 9:07
5,476 views
180


📌 გამოგვყევით Youtube-ზე http://bit.ly/M3GAtv 👈
ქუთაისმა იმ ფერეიდნელ ქართველებს უმასპინძლა , რომლებმაც ისტორიულ სამშობლოში დასაბრუნებლად ფეხით 1450 კილომეტრი გამოიარეს. ისინი 31 დღე იყვნენ გზაში. ფერეიდანიდან სამშობლოში, წინაპრების ფუძეზე დაბრუნებულ სამ ქართველს შაჰრამ ონიკაძეს, ომიდ გუგუნაშვილსა და ისმაილ დავითაშვილს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ და სტუდენტებმა გულთბილი შეხვედრა მოუწყეს.
„ყველა ქართველი საქართველოში უნდა იყოს’’- სწორედ ასე გადმოსცა შაჰრამ ონიკაძემ საქართველოში მსვლელობის მიზანი . გვიყვება რომ 31 დღის განმავლობაში საქართველოსკენ ფეხით მოემართებოდა, სირთულეების მიუხედავად შეძლო მშობლიურ მიწას მთხვეოდა, რათა სხვა ფერეიდნელი ქართველებისთვის მიეცა მაგალითი.
გვიყვება რომ მხოლოდ სამშობლოსგან შორს მყოფი ქართველი შეიგრძნობს მძაფრად მიწის სურნელს და მხოლოდ მონატრებული ადამიანის გული იწყებს ძგერას მშობლიურ მიწასთან მიახლოების დროს. სამშობლოს სამოთხესთან აიგივებს. სურს, რომ ყველა ქართველი ერთად ძლიერ საქართველოში იხილოს.
პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე ფერეიდნელ ქართველებს ჩამოსვლის პირველივე დღიდან არ მოშორებია. ამბობს, რომ სწორედ ასეთ ღირსეულ ქართველებზე დგას საქართველო. „ფერეიდნელი ქართველების ჩამოსვლამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ საქართველოს ხალხს შეუძლია დიდი კონსოლიდაცია!“-განმარტავს ის.
შორენა გიორგაძე ფერეიდნელ ქართველებთან შესახვედრად მოსწავლეებთან ერთად მივიდა. ფიქრობს, რომ სწორედ ასეთი ქართველების სულისკვეთებით უნდა იზრდებოდნენ ბავშვები.
ფერეიდნელი ქართველები საქართველოში 22 სექტემბრამდე დარჩებიან და ყველა კუთხეს ესტუმრებიან. „მთელი საქართველო უნდა მოვიაროთ, რათა ამ ბიჭებმა ნახონ, რომ ცისარტყელასებრი მათი მარათონის მასპინძელი სრულიად საქართველოა“ - განაცხადა ტარიელ ფუტკარაძემ.




Other Videos By Mega TV - ტელეკომპანია მეგა


2019-09-19"არ მეგონა თუ დღეს საქართველოში ვიყავი"-ქუთაისმა სამეცნიერო ფესტივალს უმასპინძლა
2019-09-19სპორტი - 19.09.2019
2019-09-19სახალხო არტისტი ანზორ ხერხაძე მესხიშვილის თეატრიდან გამოასვენეს
2019-09-19ქუთაისის აეროპორტს პოზნანიდან პირდაპირი რეისები დაემატა
2019-09-19ამინდის პროგნოზი 20.09.2019
2019-09-19ქუთაისის დაბინძურებული ჰაერი-სოც. ქსელში გუგუნავას ქუჩიდან ახალი ვიდეო ვრცელდება
2019-09-18ქუთაისში საარჩვნო სისტემის ცვილებაზე ისმჯელეს
2019-09-18სპორტი - 18.09.2019
2019-09-18"როდის მორჩებით ?-ეს კითხვის არასწორი ფორმულირებაა"-რას გეგმავს "ქართუ" მუხნარის ტყეში
2019-09-18"ეს ღონისძიება მთლიანად საქართველოს ეხება, საქართველოს ეკონომიკას, ქათველ ხალხს ეხება"
2019-09-18"გეფიცებით, საქართველოს რომ ვუახლოვდები გული მიცემს, სუნი მომდის მიწის, ამას ყველა ვერ გაიგებს"
2019-09-18ამინდის პროგნოზი 19.09.2019
2019-09-17"ფრთხილი შვილების მოყვარული გოგო"-მეზობლები ზესტაფონში გარდაცვლილ ოჯახს იხსენებენ
2019-09-17"გაზის მომწოდებელი კომპანიის მიერ ამ დრომდე გატარებული ზომები არ არის "-იმერეთის გუბერნატორი
2019-09-17გერმანელი ტურისტები ქუთაისის აეროპორტში ქართულ სიმღერას მღერიან
2019-09-17რაში ხარჯავენ ყველაზე მეტად მოქალაქეები ფულს ქუთაისში?
2019-09-17"სულ ტირილ-ტირილით მიდიოდა მოხუცი, განიცდიდა, ვერ ამოვდივარ რა ვქნაო"
2019-09-17ქუთაისის მოქალაქეებს 3 დღე დარჩათ მერიაში იდეების წარსადგენად - ნინო თვალთვაძე
2019-09-17რა სჭირდება ქართულ ფეხბურთს განვითარებისთვის - გიორგი ჩხიკვაძე
2019-09-17სპორტი
2019-09-16აკაკი წერეთლის სახელწმიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო



Tags:
ახალი ამბები
საინტერესოა
დღის სიახლეები
საინფორმაციო
საინტერესო
ფერეიდნელი ქართველები ქუთაისს სტუმრობდნენ