თვალი არ მაქვს შიგნით და ვეღარც აღმიდგენენ იმიტომ რომ არ არის - გიორგი სულაშვილი

Published on ● Video Link: https://www.youtube.com/watch?v=zkx-aMXOaLs



Duration: 5:11
11,013 views
94


📌 გამოგვყევით Youtube-ზე http://bit.ly/M3GAtv 👈
რთულია, როდესაც ყველაფერს ხედავ და ახლა ვეღარ ხედავ, რასაც ხედავდი – ამის შესახებ 20 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციაზე დაშავებულმა გიორგი სულაშვილმა, რომელმაც აქციაზე თვალი დაკარგა, „ფორტუნას“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა. გიორგი ახლა სამკურნალოდ გერმანიაშია.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ხვალ დილით დაბრუნდება.

“ამ ეტაპზე უამრავი ოპერაცია მაქვს ჩასატარებელი, მინიმუმ 5 ოპერაცია მაინც დამჭირდება ნორმალურად რომ გამოვიყურებოდე და ძვლები სრულად აღდგეს, რომ მოხდეს პროტეზირება. ბევრს ჰგონია, რომ თვალი მაქვს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ თვალი არ მაქვს შიგნით და ვეღარც აღმიდგენენ იმიტომ რომ არ არის. თვალი არ მაქვს, დავკარგე და ამ ყველაფერს უნდა შევეგუო. [ტყვია] შემთხვევით მოხვედრილი არ მაქვს, მაქვს დამიზნებით მოხვედრილი, მელოდებოდა, მესროლა, წავიდა. ახლო მანძილიდან იყო ნასროლი, იმიტომ რომ ყურთან ძალიან ახლოს გავიგონე გასროლის ხმა”, – აღნიშნა გიორგი სულაშვილმა.
მისივე თქმით, პირველი შეგრძნება ტკივილის შემდეგ იყო ის, რომ მას თვალი არ ჰქონდა.
“რომ მოვიკიდე ხელი, ოთხივე თითი შიგნით შემივარდა. 9 აპრილს რუსმა დაგვხოცა და 20 ივნისს კი ქართველებმა ქართველები დავასახიჩრეთ. გერმანელმა ექიმებაც მითხრეს, ბედი გქონია რომ გადარჩიო. მსგავს სიტუაციაში შეიძლება ადგილზეც მოვმკვდარიყავი. საფეთქელს ერთი სანტიმეტრით იყო აცილებული. რთულია, როდესაც არასოდეს არ გქონია პრობლემა და უცებ… ძალიან რთულია, როცა ყველაფერს ხედავდი და და ახლა ვეღარ ხედავ ყველაფერს, რასაც ხედავდი,” – ამბობს გიორგი სულაშვილი "ფორტუნასთან" ინტერვიუში.




Other Videos By Mega TV - ტელეკომპანია მეგა


2019-07-16გოგი წულაიამ მერიის წინ შამპანური მიიტანა და გიორგი ჭიღვარიას ვარსკვლავი გაუხსნა
2019-07-16ოჩოს ქოხმა "ტორპედოს" მხარდასაჭერად სიმღერა ჩაწერა
2019-07-15რეგიონ news 15.07.2019
2019-07-15ქართველების რეაქცია, როდესაც გამოცხადდა, რომ ევროპის საკათალბურთო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
2019-07-15"დიღმის ტყის ამბები" - როგორ იკარგება ყოველწლიურად რეკრეაციული ზონის ნაწილი
2019-07-15რამდენად მნიშვნელოვანია ნებისმიერი ასაკის ადამიანის აქტივობა საქართველოში
2019-07-15რას გულისხმობს კამპანია, რომელსაც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ახორციელებს
2019-07-15"ოცნებად მაქვს პატარა ლიტერატურული კაფე გავაკეთო" - ბაღდათელი გოგონას წამოწყება და ოცნებები
2019-07-14დისკურსი
2019-07-13ამინდის პროგნოზი 14.07.2019
2019-07-12თვალი არ მაქვს შიგნით და ვეღარც აღმიდგენენ იმიტომ რომ არ არის - გიორგი სულაშვილი
2019-07-12region news 12 07
2019-07-12"საქართველოს ბანკი"-ს შეთავაზება ახალგაზრდებს
2019-07-12"თანამედროვე სტომატოლოგიის გამოწვევები და მათი გადაჭრის რაციონალური გზები"
2019-07-12მაშველებმა მამაკაცი ადიდებული მდინარიდან უვნებლად გამოიყვანეს
2019-07-12“ქუთაისის მერი მარჯვე ბიჭია და გააკეთებდა ამას მარა ალბათ ვერ მოიცალა, "-გოგი წულაია
2019-07-12რესპოდენტი ზაზუნა
2019-07-12ამინდის პროგნოზი 13.07.2019
2019-07-12"პირველი პეტრე-პავლობაა, რომელსაც მეუფე კალისტრატე იმქვეყნად ხვდება"
2019-07-11"არა მგონია ბოროტი გულით გაეკეთებინოს რაღაც ახალი მოიფიქრა"-თეთრი ხიდი კვლავ ვანდალიზმის მსხვერპლია
2019-07-11regioni 11 07



Tags:
ახალი ამბები
საინტერესოა
დღის სიახლეები
საინფორმაციო
საინტერესო
გიორგი სულაშვილი
20 ივნისი
გავრილოვის ღამე
დარბევა
ნარინჯისფერი ტყვიები
გახარია
გიორგი გახარია