"უნდა ეძიო, ირბინო რწყილი და ჭიანჭველასავით და მერე აიღებ"
Channel:
Subscribers:
29,300
Published on ● Video Link: https://www.youtube.com/watch?v=h-oqJJBD6Io
📌 გამოგვყევით Youtube-ზე http://bit.ly/M3GAtv 👈
ე.წ უფასო წამლების პროგრამა პენსიონირების, სოციალურად დაუცველებისა და შშმ პირებისთვის პირველი ივლისიდან ამოქმედდა. მას შემდეგ უკვე სამი თვე გავიდა. მეგატივი დაინტერესდა, რამდენად ისარგებლეს ამ პერიოდში აღნიშნული პროგრამით ქუთაისელებმა . როგორც ჩვენ მიერ გამოკითხული მოქალაქეები აცხადებენ, მედიკამენტების შესაძენად გარკვეული დროში გაწელილი პროცედურების გავლა მოუხდათ. გარდა ამისა, მათივე თქმით, რამდენიმე წამალი აფთიაქში არც იყო და ვერც აიღეს.
მოქალაქეთა ნაწილი მეგატივთან საუბარში ამბობს, რომ პროგრამაში ძირითადად ისეთი წამლებია ჩაშვეული, რაც მათ ნაკლებად სჭირდებათ. არიან ისეთებიც, რომლებიც ე.წ უფასო მედიკამენტების შესახებ ინფორმაციას საერთოდ არ ფლობენ და არც სარგებლობენ.
Other Videos By Mega TV - ტელეკომპანია მეგა
Tags:
ახალი ამბები
საინტერესოა
დღის სიახლეები
საინფორმაციო
საინტერესო
უფასო მედიკამენტები