"ბებოს ვუთხარი მე თმებს შევიჭრი და ჩავაბარებ და საჭმლის ფული გვექნება-თქო"

Published on ● Video Link: https://www.youtube.com/watch?v=nuN1TDbI7g4



Duration: 4:24
8,870 views
118


📌 გამოგვყევით Youtube-ზე http://bit.ly/M3GAtv 👈
ელენე სირაძემ, იმისთვის რომ საჭმლის ფული ჰქონოდა, თმა შეიჭრა. ბავშვი ხარაგაულში ბებიასთან, და-ძმასთან და დედ-მამასთან ერთად,  ცხოვრობს.

უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ოჯახის ცხოვრების შესახებ ვიდეოს „სიკეთის ქალაქი“ ავრცელებს. ვიდეოში ნათქვმია რომ, ელენეს მამას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, დედა კი ბავშვებს უვლის.

„ჩემს წინ რომ დიდი სახლია, იქიდან გამოდის სულ კარგი საჭმელების სუნი და მეც მინდება. ბებია რომ მიდიოდა ზესტაფონში, თმებს რომ იჭრიან იქ წავიკითხე, რომ თმებს იბარებენო. ბებოს ვუთხარი მე თმებს შევიჭრი და ჩავაბარებ და საჭმლის ფული გვექნება-თქო. ჩემს კლასელებს და ჩემს ამხანაგებს, საჭმლის გულისთვის არ შეუჭრიათ თმები.

სასადილოდან მოტანილ საჭმელს წესიერი სუნი არ აქვს,“ – ამბობს ელენე.

ელენეს 12 წლის ძმა და 2 წლის და ჰყავს.

„თმები ძალიან დამენანა“ – ამბობს ელენე ვიდეოში და თავის სურვილებზეც საუბრობს.:

„ყველაზე ძალიან მინდა სასადილოდან აღარ მოგვქონდეს საკვები და სახლში გემრიელი კერძები, ხილი და შოკოლადები გვქონდეს“.

„სიკეთის ქალაქი“ ელენესთვის საკვებსა და თანხას აგროვებს. მსურველებს წვლილის შეტანა შეუძლიათ, როგორც პროდუქტების ვაჟა-ფშაველას მეექვსე კვარტალში [კორპუსი 5ა] მიტანით, ასევე ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.

თიბისი ბანკი GE09TB7069345061100069

საქართველოს ბანკი GE80BG0000000101366407

მიმღები: მეგი კანდელაკი. დანიშნულება: ელენეს საკვებისათვის.

ჩასარიცხი აპარატიდან ჩარიცხვა პ/ნ 01001022567 მეგი

დაგვირეკეთ 577566599 whatsapp, viberi….

ელენე სირაძის ოჯახის მისამართი: ხარაგაული, 9 აპრილის ქუჩა 18.




Other Videos By Mega TV - ტელეკომპანია მეგა


2019-08-03წარმატებული ქუთაისელი აბიტურიენტები და ძმები, რომლებმაც გამოცდებზე მაქსიმალური ქულა აიღეს
2019-08-03ეს მაგარია-მეგა ტვ მხარდამჭერია ინფოტურის ქუთაისსა და იმერთში
2019-08-02„ერთი ადამიანის მიერ გაღებული სისხლს რამდენიმეს გადარჩენა შეუძლია“
2019-08-02ქუთაისში „ლოგომედის“ ორგანიზებით ტრენინგი მიმდინარეობს
2019-08-02"საცოდავი მარტო ცხოვრობდა"-ქუთაისში აივნის ჩამონგრევის შედეგად 78 წლის მოხუცებული გარდაიცვლა
2019-08-02ქუთაისში, ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე სკრინინგ აქცია გაიმართა
2019-08-02გივი ჩუბინიძე – მეღვინე, რომელიც დიდი ბაბუის გზას აგრძელებს
2019-08-02გოგი წულაიამ მერიის სარესტორნო ხარჯებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა
2019-08-02კაფე "სავანეს" მფლობელებმა ბანერზე ქუთაისის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსი სიმბოლურად გადახაზეს
2019-08-01ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გადმოსახედი მოედნები მოწყობა
2019-08-01"ბებოს ვუთხარი მე თმებს შევიჭრი და ჩავაბარებ და საჭმლის ფული გვექნება-თქო"
2019-08-01მაშველებმა რაჭა-ლეჩხუმის ტყეში ორი შვეიცარიელი ტურისტი გადაარჩინეს
2019-07-31"ლიდერფუდის" სუპერმარკეტების ქსელის პირველი რეგიონული ფილიალი ქუთაისში გაიხსნა
2019-07-31ალეკო ახალაძეს ჟურნალისტები აშინებენ
2019-07-31"სიკეთეს გისურვებთ"-ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ნანა კოსტავა გამოჩნდა
2019-07-31"ოპოზიცია   ამით პატივს არ სცემს საკუთარ ამომრჩეველს"-ირაკლი შენგელია ოპოზიციის ბოიკოტს აფასებს
2019-07-31"ევროპის ფონდი" საქართველოში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისათვის შეხვედრებს მართავს
2019-07-31პროექტის „სადისკუსიო პლატფორმა ახალგაზრდებისთვის’“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა
2019-07-31ქუთაისის მერია მოქალაქეებს საკუთარი იდეის განხორცილების შესძლებლობას აძლებს
2019-07-31კონცერტები ქუთაისის ბულვარში სასულე ორკესტრის მონაწილეობით პერმანენტულად გაიმართება
2019-07-30თავდაცვის სამინისტრო რეზერვისტებს იწვევს



Tags:
ახალი ამბები
საინტერესოა
დღის სიახლეები
საინფორმაციო
საინტერესო
ელენე სირაძე
ხარაგაული
გაჭირვება
სიღარიბე
იმერეთი