ვანის არქეოლოგიური მუზეუმი ვიზიტორთა მისაღებად მზადაა

ვანის არქეოლოგიური მუზეუმი ვიზიტორთა მისაღებად მზადაა

Published on ● Video Link: https://www.youtube.com/watch?v=qppqk6VvvZo



Duration: 4:05
112 views
6


📌 გამოგვყევით Youtube-ზე http://bit.ly/M3GAtv 👈

მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი სტუმრობდა. ვიზიტორებმა ის სამუშაოები დაათვალიერეს, რაც ადგილზე ჩატარდა და გაეცნენ იმ ექსპონატებს, რაც განახლებული მუზეუმის დარბაზებშია წარმოდგენილი.

ვანის არქეოლოგიურ მუზეუმის რეაბილიტაცია 2021 წლის თებერვალში დასრულდა. სამუშაოები მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა , რისთვისაც 20 მილიონი ლარი გამოიყო. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ახალი სამუზეუმო კომპლექსი არა მხოლოდ ვანში აღმოჩენილი არქეოლოგიური სიმდიდრის ექსპოზიცია, არამედ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიცაა. ახალ, ოთხსართულიან შენობაში, მოეწყო მცირე ბიბლიოთეკა და თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორია.განახლებული მუზეუმის ლაბორატორია საშუალებას აძლევს მეცნიერებს ვანშივე ჩაატარონ არტეფაქტების ისეთი სახის კვლევა და რესტავრაცია, რისთვისაც სულ რამდენიმე წლის წინ სხვა ქვეყნებში უწევდათ გამგზავრება.

ვანის არქეოლოგიური მუზეუმი კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი პირველი მუზეუმია ნაქალაქარზე. მუზეუმის კოლექციებში დაცულია ვანის ნაქალაქარზე აღმოჩენილი და მისი შემოგარენის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ძვ.წ. VIII-I საუკუნეებით თარიღდება. მდიდრულ არქეოლოგიურ მასალასთან ერთად, მუზეუმში პირველად არის წარმოდგენილი კოლხური ოქრომჭედლობის დამზადების ტექნოლოგიის ამსახველი მასალა და ძველი კოლხების ცოდნა ოქროს მოპოვებისა და დამუშავების შესახებ.


music by The Epic 2 by Rafael Krux
Link: https://filmmusic.io/song/5384-the-epic-2-
License: http://creativecommons.org/licenses/by/4.0/
Music promoted on https://www.chosic.com




Other Videos By Mega TV - ტელეკომპანია მეგა


2021-05-25ქუთაისს თუ გადახედავთ ერთ მზის წყალგამაცხელებელს ვერ ნახავთ-რუსუდან სიმონიძე
2021-05-21ავადმყოფ შვილს ხელს მოვკიდებ და წავალ აფხაზეთში, მომკლავენ? მომკლან- რა ბედი ელით დევნილებს?
2021-05-21ნუ დაბოდიალებთ ხარაჩოებზე - რა განცხადებები გაკეთდა გელათის მისამართით
2021-05-21დღეს საქართველოს სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა
2021-05-21"ოგუსტ რაში"
2021-05-20არტერიული ჰიპერტენზიის სამიზნე ორგანოებია თავის ტვინი, გული და თირკმელები- დავით შარვაშიძე
2021-05-20ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი სავიზიტო ბარათია ჩვენი ქალაქის -ნონა ქარციძე
2021-05-20გელათში მდგომარეობა კრიტიკულია
2021-05-20ლომებზე მონადირე მიმი
2021-05-2016-17 ივლისს გრიგოლეთში Oda Fest გაიმართება
2021-05-19ვანის არქეოლოგიური მუზეუმი ვიზიტორთა მისაღებად მზადაა
2021-05-19პლასტიკი და უნიტაზი მდინარე ჭიშურაში-რა ხდება ვანში
2021-05-19ვანის არქეოლოგიურ მუზეუმი (და ეს მხოლოდ ნაწილია იმ სიმდიდრისა, რასაც მუზეუმი მოიცავს)
2021-05-19მდინარე ჭიშურა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე-რა ხდება ვანის ცენტრში
2021-05-19ქუთაისში ვეტერინარიის ფაკულტეტის შექმნას მოითხოვენ- ხელმოწერების შეგროვება დაწყებულია
2021-05-19"უნდა გახსნან დაკეტილი კანიონები და მღვიმეები"-რას ითხოვენ გიდები
2021-05-19დადგა ნანატრი დღე დაიდო რეპერტუარი და მე იმ თვის რეპერტუარში არ ვიყავი-ენდი ძიძავა
2021-05-19იკვებეთ ჯანსაღად, ჯანმრთელი საკვები არის ჯანმრთელობის პირველი წყარო -ირაკლი ჟვანია
2021-05-19ქუთაისის ავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა უკვე ელექტრონულად ბარათითაა შესაძლებელი
2021-05-17'პირველი ვიქნები ვინც გადაეფარება მაგალითად ვინმე თუ დაჩაგრავს''-ქუთაისში ლგბტ საზოაგდოებას აფასებენ
2021-05-17ქუთაისში ჯიშიანი ძაღლების გამოფენა გაიმართა



Tags:
ახალი ამბები
საინტერესოა
დღის სიახლეები
საინფორმაციო
საინტერესო
კარლ ჰარცელი
ევროკავშირის ელჩი საქართველოში
ვანის მუზეუმი
ვანის არქეოლოგიური მუზეუმი
ვანის ისტორია
ისტორია
არქეოლოგია
ექპონატები
მუზეუმთა საერთაშორისო დღე
მუზეუმი
History
Archeology