ქუთაისში ქალტა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქცია გაიმართა
„ქალს უფლება აქვს იცხოვროს ძალადობის გარეშე“ , „იგრძენი პასუხისმგებლობა შეაჩერე ძალადობა“ , „ქალს აქვს ბედნიერების უფლება“- ამ მოწოდებებით ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა შრომის დიდების მემორილათან საინფორმაციო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ საზოგადოებას ძალადობის ყველა ფორმისა და გამოვლინების დაგმობისაკენ მოუწოდეს. აქცია 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში მოეწყო, რომლიც 25 ნოებერს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერათშორისო დღეს უკავშირდება და საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლებას ისახავს მიზნად. კაპანიის განმავლობაში შეხვედრები ადგილობრივ და ცენტრალურ სახელისუფლებო სტრუქტურებთან, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან იგეგმება .ასევე მოეწყობა მრგვალი მაგიდები, დებატები, ფილმების ჩვენება და დისკუსიები, ფორუმ-თეატრის წარმოდგენები.